ამერიკის შეერთებულ შტატებში ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში ეიჩი ნეგიში საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო მისი მეუღლე კი გარდაცვლილი იპოვეს, იტყობინება ტელეარხი WREX-TV.
ინდიანას შტატში მცხოვრები ორი ხანშიშესული ადამიანი დაკარგულად ორშაბათს გამოცხადდა მას შემდეგ, რაც პოლიციას მათი ნათესავები დაუკავშირდნენ.
სამშაბათს, 82 წლის პროფესორი ავტომაგისტრალზე ილინოისის შტატში, დასახლებულ პუნქტ როკფორდში იპოვეს.
როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, მას შემდეგ რაც ნეგიში საავადმყოფოში მიიყვანეს, პოლიციამ მისი 80 წლის ცოლის ცხედარს მიაკვლია. წინასწარი მონაცემებით, პენსიონერი წყვილი აეროპორტისკენ მიემართებოდა და გზა აერიათ. მეცნიერი ავტომანქანიდან გადმოვიდა, რომ ვინმესთვის დახმარების მიზნით მიემართა, მაგრამ უკან არ დაბრუნებულა.
მალევე ნეგიშის ცოლმა, მისი ქმრის არყოფნით შეწუხებულმა, ასევე დატოვა ავტომანქანა და გარკვეული დროის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ცხედარი ნაგავსაყრელზე ნახეს, ხოლო სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პოლიციას ძალადობრივი სიკვდილის კვალი არ აღმოუჩენია.
ნეგიში ამერიკის შეერთებულ შტატებში 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს და ის უნივერსიტეტში ასწავლიდა. იაპონელმა მეცნიერმა ნობელის პრემია ქიმიის დარგში 2010 წელს მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.