პრეზიდენტი: რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება ტატუნაშვილის დაღუპვის საგანგაშო შემთხვევაცაა, ძლიერი დაძაბულობის შემტანია რეგიონში
15-03-2018, 10:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაცია და უკანონო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საგანგაშო შემთხვევაცაა, ძლიერი დაძაბულობის შემტანია რეგიონში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტისას, კაპიტოლიუმში სენატორ ორინ ჰათჩთან შეხვედრისას გააკეთა. სენატორთან საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხს, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს.

 


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, რუსეთის არაკონსტრუქციული ნაბიჯების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და შესაბამისად, ამ კუთხით, ჩვენი მეგობარი მხარდამჭერების მობილიზებას ევროკავშირსა და აშშ-ში.

 


„სწორედ ამას ემსახურებოდა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში, (ევროკავშირში), როდესაც მოხერხდა საქართველო - ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ სიმაღლეზე და თვისობრივად ახალ დონეზე აყვანა. აი, ამ ხაზის გაგრძელებაა ახლა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შეერთებულ შტატებში", აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი