მიხეილ სააკაშვილი ლატვიის გენერალურ პროკურორს ერიკს კალნმეიერს შეხვდა
22-05-2015, 05:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რიგაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ლატვიის გენერალურ პროკურორს ერიკს კალნმეიერს შეხვდა და მას ამ პოსტზე ხელახალი არჩევა მიულოცა.


მხარეებმა სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობაში უკრაინელი რეფორმატორებისთვის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, ასევე, უკრაინიდან უკანონოდ გატანილი ფულის, უკრაინელი ხალხისთვის დაბრუნების საკითხი განიხილეს.


მიხეილ სააკაშვილმა ლატვიის გენერალურ პროკურორს ამ საკითხში დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.


როგორც ექს-პრეზიდენტი საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, მან საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა, ხოლო ერიკს კალნმეიერსმა სააკაშვილს ლატვიის პროკურატურის საპატიო ნიშანი გადასცა.


გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პროკურატურამ ლატვიის შესაბამის ორგანოებს, სააკაშვილის გადმოცემის თაობაზე მიმართა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს მთავარ პროკურატურას არ დაუდასტურებია.


გუშინვე, სააკაშვილმა მედიასთან ამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ ასეთი ქმედებებით საქართველოს მთავრობა თავს იბანძებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი