ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ სოფელ ვარძიაში მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა.
ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენლის, მზექალა გლუნჩაძის ინიციატივითა და შუამდგომლობით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის „ბავშვთა სოფელი“ ფარგლებში, ოჯახს საჩუქრად ავეჯი გადაეცა.
„პირველ ეტაპზე, ორი არასრულწლოვანისთვის საწერი მაგიდები, კომოდები და სკამები გამოიგზავნა, მომავალში კი, ამავე პროექტით ოჯახს ტელევიზორი და კომპიუტერები გადაეცემა.
ხარაგაულის მერი ოჯახის წევრებს, რომლებიც მეხუთე შვილს ელოდებიან, გაესაუბრა და შესაძლებლობის ფარგლებში ოჯახს თანადგომა და დახმარება აღუთქვა", აღნიშნულია ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.