პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუვეითის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის „Jazeera Airways” პრეზიდენტს როჰიტ რამაჩანდრანსა და ვიცე-პრეზიდენტს რაფიკ ბოგდადს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქუვეითური ავიაკომპანიის ხელმძღვანელებმა განაცხადეს უახლოეს პერიოდში „Jazeera Airways”-ის მიერ თბილისსა და ელ-ქუვეითს შორის რეგულარული ავიარეისების დაწყების შესახებ. აღინიშნა, რომ ქუვეითის ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს განიხილავს, როგორც პერსპექტიულს შემდგომი საქმიანობის ზრდისა და განვითარებისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიმართ ყურის ქვეყნების დაინტერესების ზრდაზე, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებაზე.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი ქეთევან ალექსიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.