სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
15-03-2018, 11:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა გაცხადებას ავრცელებს.

 


„რუსთავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობის ჩადენაში ბრალდებული ე.ი. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში, ე.ი.-მ, ქ. რუსთავიდან სოფელ აგთაკლიაში გამგზავრების მიზნით იქირავა შ.ს.-ის ავტომანქანა. მიიყვანა ის სოფელ აგთაკლიის ერთ-ერთი უბნის ჩიხში, სადაც დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შ.ს.-ს გასტაცა თანხა 100 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 


სამართალდამცველებმა ე.ი. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 


რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.ი. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი