საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში სენატორ დიკ დერბინთან შეხვედრისას საქართველო - ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას განიხილეს ასევე, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ჰიბრიდული ომი და საქარველოს პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერის კონსოლიდაცია.
გიორგი მარგველაშვილმა სენატორს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა და არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტზე გაამახვილა ყურადღება.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით საქართველო ისწრაფვის გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ამით გაამყაროს ის ევროპული არჩევანი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მრავალი საუკუნის წინ გააკეთეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.