ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე და მისი ოჯახი პროკურატურას ზეწოლასა და შანტაჟში სდებს ბრალს. როგორც ბრალდებულის შვილი მედიის წარმომადგენლებს უყვება, შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შედგა, მამის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემა აიძულეს.
ზურაბ ნეფარიძის თქმით, სუს-ში მას უთხრეს, რომ თუ არ მოაწერდა ხელს მამხილებელ ჩვენებას, მაშინ მამის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში გავრცელდებოდა.
„ცოტა ისეთ ვიდეოებზეა საუბარი თქმა მიჭირს. როდესაც მიმიყვანეს მოდულში დამიდეს ეს მასალები და მეუბნებოდნენ, რომ თუ საჭირო იქნებოდა მაჩვენებდნენ კიდეც და მაყურებინებდნენ ამ ყველაფერს. ამ ყველაფერს ესწრებოდა პროკურორი ბექა ეჟიშვილიც. ამის გარდა ხდება დღეს ის, რომ მიმდინარეობს კიდევ ზეწოლა ჩემი და ჩემი მეუღლის დაკავების მუქარაც არის. ოჯახი ბოლომდე გაგვანადგურეს", განაცხადა დაკავებულის შვილმა, ზურაბ ნეფარიძემ.
ბრალდებული ყოფილი დეპუტატის ადვოკატი ედიშერ ქარჩავა ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გადაღებული იქნა ფარული ვიდეოკადრები, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულების სახით არ დევს.
ქარჩავასა და ზურაბ ნეფარიძის ბრალდებებს პროკურატურაში უარყოფენ. პროკურორი ბექა ეჟიშვილი ამბობს, რომ საქმეში არის საკმაო მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბრალდებულს დაუმტკიცდეს ჩადენილი დანაშაული და ფარული კადრები ამისთვის საჭირო არ არის. პროკურორი ბრალდებულსა და მის ოჯახზე ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს.
„სისხლის სამართლის მრავალტომიან საქმეში, არც ერთი რაიმე პირადი ჩანაწერი არ არსებობს და არც მოიპოვება. იმდენი პირდაპირი მტკიცებულებაა ამ საქმეში რომ ნამდვილად არავის არ სჭირდება არც მისი შვილის ჩვენებას სასამართლო პროცესზე და ასევე არც ბრალდებულის ჩვენება", განაცხადა ბექა ეჟიშვილმა.
ზურაბ ნეფარიძე ქრთამის აღების ბრალდებით, გასული წლის აგვისტოში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.