ქართული არტილერია 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
15-03-2018, 13:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართული არტილერია 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვაზიანში, I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე პირადად მიულოცა. თავდაცვის მინისტრის თქმით მიმდინარე წელს ქართული არტილერიის ბრძოლისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით და ნატოსთნ მეტი თავსებადობის მიღწევის მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმებია დაგეგმილი. ამჟამად შეიარაღებული ძალების ყველა საარტილერიო ქვედანაყოფში მიმდინარეობს სტრუქტურული რეორგანიზაცია, რის შედეგადაც ყველა საარტილერიო ბატალიონში ერთნაირი სტრუქტურა ჩამოყალიბდება.

 

 

სამანევრო ბრიგადების საარტილერიო ბატალიონებში მიმდინარეობს სხვადასხვა ტექნიკური გადაიარაღების პროცესი, მათ შორის, ბუქსირებადი საარტილერიო ქვემეხების თვითმავალი საარტილერიო სისტემებით ჩანაცვლება, რითაც მოხდება მობილურობისა, მანევრირების შესაძლებლობებისა და სროლის მანძილის გაზრდა.

 

 

 

 

არტილერიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე I საარტილერიო ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალიც გაიმართა. პოლკოვნიკი ზურაბ თაბუკაშვილი ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ბიჭიკაშვილმა შეცვალა.

 

 

ღონისძიების ფარგლებში 53-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. დღესვე არტილერისტები უწყებრივი მედლებითაც დაჯილდოვდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდოები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ გადასცეს.

 


არტილერიის დღე ვაზიანში ქვედანაყოფში არსებული შეიარაღებისა და ტექნიკის დათვალიერებით დასრულდა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი