ლატვიის პრემიერი: საქართველო და უკრაინა შემდეგ წელს, სავარაუდოდ, უკვე ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით
22-05-2015, 07:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო ალბათ შემდეგი წლის დასაწყისიდან შეძლებს, ისარგებლოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით, - ამის შესახებ რიგის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ განაცხადა.


"საქართველო და უკრაინა აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ კრიტერიუმები და მოთხოვნები, რომლებიც მათ წინაშე დგას. თუ წლის ბოლოს ევროკომისია დადებით გადაწყვეტილებას დადებს, მაშინ საქართველო და უკრაინა შემდეგ წელს, სავარაუდოდ, უკვე ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით. ამ გადაწყვეტილებას სჭირდება კომისიის მხრიდან კიდევ ერთი შეფასება და კიდევ ერთი ანალიზი. შემდეგი წლის დასაწყისიდან საქართველო, ალბათ, შეძლებს ისარგებლოს უვიზო რეჟიმით", - აღნიშნა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი