თემირლან მაჩალიკაშვილის მამა: ხელყუმბარასთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხის გაცნობის შემდეგ, ოჯახმა და ხეობამ გადავწყვიტეთ, პროტესტი აქციების სახით გამოვხატოთ
15-03-2018, 16:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებს. როგორც გარდაცვლილი 19 წლის პანკისელი ახალგაზრდის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, ოჯახმა პროტესტის ამ ფორმის გამოყენება, გამოძიების მასალებში ექსპერტიზის პასუხების გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა.

 

 

„ხელყუმბარასთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხის გაცნობის შემდეგ, ოჯახმა და ხეობამ გადავწყვიტეთ, პროტესტი აქციების სახით გამოვხატოთ. ჩვენ ვაპირებთ, ჩავიდეთ თბილისში და იქ გავმართოთ აქცია. იქნებ, ამან მაინც მოახდინოს გავლენა და მოგვცეს შედეგი, დაისაჯონ ისინი, ვინც უდანაშაულო შვილი მომიკლა“, განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომლის თქმითაც, ვიდრე არ მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისათვის ცხედრის გადმოცემა, მათი მხრიდან აქციების გამართვა არასწორი იქნება.

 

 

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი