ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულმა საკრებულოს ყოფილი დეპუტატმა, ზურაბ ნეფარიძემ პენიტენციურ დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ ნეფარიძის ადვოკატმა, ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.
სასამართლო სხდომაზე, რომელიც ნეფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღეს ციხეში გაიმართა, ბრადებულმა თქვა, რომ მას საგამოძიებო უწყება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებდა.
„ბრალდებულმა ზურაბ ნეფარიძემ დააყენა პროკურორ ბექა ეჟიშვილის აცილების საკითხი. ის სასოწარკვეთილებამდე მივიდა და გუშინ სუიციდის მცდელობაც კი ჰქონდა. ამბობს, რომ სიცოცხლე არ უნდა. ფსიქოლოგებიც გამოვკითხეთ. ის სპეციალური კონტროლის ქვეშ არის აყვანილი”, განცხადა ქარჩავამ.
პროკურატურის მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე დღეს მედიის წარმომადგენლებთან ზურაბ ნეფარიძის შვილმაც ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შედგა, მამის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემა აიძულეს.
ზურაბ ნეფარიძის თქმით, სუს-ში მას უთხრეს, რომ თუ არ მოაწერდა ხელს მამხილებელ ჩვენებას, მაშინ მამის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში გავრცელდებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.