წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გარეგანათების ქსელის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის ცნობით, უკვე დასრულებულია ნათურების გამოცვლა, ამჟამად არსებული 8-კმ-იანი მკვებავი კაბელის ქსელის აღდგენა ხორციელდება.
სამუშაოები დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მერის მრჩეველმა ნიკა აფხაძემ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის" უფროსმა, თორნიკე ჯიქიამ დაათვალიერეს.
გრიგოლ იოსელიანის ინფორმაციით, სამუშაოები მარტის ბოლომდე დასრულდება.
წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალური გზის გარეგანათების საკაბელო ქსელის აღსადგენად თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.