შინაგან საქმეთა სამინისტრომ კაზრეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა.
„შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გ.გ., განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ.-მ ბოლნისის რაიონის სოფელ კაზრეთში ნათესავს - 1964 წელს დაბადებულ რ.გ.-ს, ვალის გადაუხდელობის მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. რ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დადგინდა, რომ რ.გ.-ს ბრალდებულის 7 000 აშშ დოლარი ემართა და გადახდას ვერ ახერხებდა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, სოფელ კაზრეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით", ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.