სულ მცირე ოთხი ადამიანია გარდაცვლილი და ათ სხვას დაზიანებები აქვს მიღებული მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაიამიში, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სიახლოვეს ხიდი ჩამოიშალა.
როგორც BBC იუწყება, მაშველები ჯერ კიდევ განაგრძობენ ჩამონგრეული საფეხმავლო ხიდის ქვეშ ნანგრევებში მოყოლილთა ძებნას.
პოლიციის ცნობით, ხიდმა 8 სატრანსპორტო საშუალება მოიყოლა. ჯერ კიდევ უცნობია თუ რამდენი ადამიანი იყო ხიდის ქვეშ იმ დროს, როცა ინციდენტი მოხდა.

მაიამი-დეიდის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა, დეივ დოუნიმ ხუთშაბათ ღამით განაცხადა, რომ მას შეუძლია ოთხი ადამიანის გარდაცვალება დაადასტუროს.
დოქტორ მაკკენის განცხადებით, სულ მცირე ათ ადამიანს მკურნალობენ კენდალის რეგიონულ სამედიცინო ცენტრში, მათგან ორი „უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება“.
კოლეჯის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 862-ტონიანი და 53 მეტრის სიმაღლის ხიდი შაბათს, სულ რაღაც 6 საათში აღმართეს და გადეს ავტომაგისტრალზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.