დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა
15-03-2018, 21:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) საჯარო ლექცია წაიკითხა.

 


ლექციას - „ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებები და მათი გავლენა ეკონომიკაში“ BTU-ს სტუდენტები ესწრებოდნენ. ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.

 


ეკონომიკის სამინისტროს პრესსასამხურის ინფორმაციით, მინისტრმა სტუდენტებს საჯარო ლექციის მიმდინარეობისას გააცნო მთავრობის ხედვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ასევე ესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმები.

 

 

 


პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მნიშვნელობაზე, საპენსიო რეფორმაზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, საჯარო კერძო თანამშრომლობის სქემაზე, ლარიზაციაზე, სივრცით დაგეგმარებაზე, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე, წიაღის მართვის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და სხვა საკითხებზე.

 

 

 


საჯარო ლექცია სტუდენტების მაღალი ჩართულობით წარიმართა.

 


ლექციას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი