პუტინმა მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს მივიდნენ 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ სწორედ ხალხის ნებაზეა დამოკიდებული, რა გზით წავა რუსეთი
16-03-2018, 10:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა მივიდნენ 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე და თავიანთი ნება თავისუფლად გამოხატონ.

 


„ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით, ხელისუფლების ერთადერთ უმთავრეს წყაროს ხალხი წარმოადგენს. ამ სიტყვებში, ამ მართებულ ფორმულაში უდიდესი აზრი დევს. სწორედ რომ ხალხის ნებაზე, რუსეთის თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული , რა გზით წავა ჩვენი ქვეყანა, დამოკიდებულია რუსეთი და ჩვენი შვილების მომავალი“, განაცხადა პუტინმა.

 


მან თქვა, რომ ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ ვის უნდა მისცეს ხმა. პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში ყოველთვის თავად წყვეტდნენ თავიანთ ბედს, იქცეოდნენ ისე, როგორც ამას სინდისი, სიმართლისა და სამართლიანობის გაგება კარნახობდათ.

 


მან დამაატა, რომ ეს თვისებები რუსების ეროვნულ ხასიათში დევს, და ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის.

 

 

„გამოიყენეთ თქვენი უფლება აირჩიოთ ჩვენი დიადი, საყვარელი რუსეთის მომავალი“, განაცხადა პრეზიდენტმა.

 


რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 18 მარტს ტარდება. საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 18 დეკემბერს დაიწყო. ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად 8 კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან: სერგეი ბაბურინი, პაველ გრუდინინი, ვლადიმერ ჟირინოვსკი, ვლადიმერ პუტინი, ქსენია სობჩაკი, მაქსიმ სურაიკინი, ბორის ტიტოვი და გრიგორი იავლინსკი.

 

 

პუტინის ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგეს, ალექსანდრე ნავალნის კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი