ქართული არტილერიის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ხონის II საარტილერიო ბრიგადაში საზეიმო ცერემონიალი გაიმართა
16-03-2018, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართული არტილერიის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის საარტილერიო ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის მონაწილეობით ხონის II საარტილერიო ბრიგადაში საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

 


ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, ასევე სამხედრო მოსამსახურეების ახლობლები, ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

 

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა, რის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

 


სიტყვით გამოსვლისას გენერლებმა არტილერისტებს 25 წლის იუბილე მიულოცეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გენერალმა ზაზა ჩხაიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც არტილერიის აღმშენებლობისა და განვითარების პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა და დღემდე აგრძელებს მხარდაჭერას. გენერლის განცხადებით, საარტილერიო ქვედანაყოფებს დიდი როლი მიუძღვის ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლებში. ასევე აღნიშნა რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა საარტილერიო ქვედანაყოფი საკმაოდ მაღალ დონეზეა მომზადებული და ქვეყნის წინაშე არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებზე რეაგირების უნარი შესწევთ.

 


II საარტილერიო ბრიგადის მთავარმა მოძღვარმა, დეკანოზმა აკაკი ჟვანიამ ბრიგადის პირადი შემადგენლობა დალოცა და კარიერული წინსვლა უსურვა. საზეიმო ცერემონიალის დასასრულს სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისათვის I, II და III ხარისხის მედლებით და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

 


არტილერიის იუბილესთან დაკავშირებით, სტუმრებს ბრიგადის საარტილერიო შეიარაღების და ტექნიკის დათვალიერების, ასევე სამახსოვრო სურათების გადაღების საშუალება ჰქონდათ.

 

 

დღესვე, II საარტილერიო ბრიგადაში საყარაულო და საკონტროლო გამშვები პუნქტის შენობები გაიხსნა.

 

 

ინფორმაციასა და ვიდეომასალას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი