თერჯოლის მერი ბონდო სოფრომაძე სიქთარვის ადმინისტრაციულ შენობაში დროებით განთავსებული საჯარო სკოლის პედკოლექტივს შეხვდა
16-03-2018, 10:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, მერის თანაშემწე გიორგი ამირანაშვილი და საკრებულოს წევრი გიორგი ფანჩულიძე სოფ. სიქთარვის ადმინისტრაციულ შენობაში იმყოფებოდნენ, სადაც შესაბამისი სარემონტო და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ დროებით სიქთარვის საჯარო სკოლა განთავსდა.

 

 

 


მუნიციპალიტეტის პირველი პირები საჯარო სკოლის დირექტორს ია კვატაიასა და პედკოლექტივს გაესაუბრნენ პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, ასევე საკლასო ოთახები და საჯარო სკოლის ძველი შენობა დაათვალიერეს, რომლის დემონტაჟიც მალე დაიწყება.

 


„2018 წლიდან სკოლების ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებაში გადავიდა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატრუქტურის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირს შორის გაფორმდა.

 

 

 


„ახალი სკოლების მშენებლობის პროცესი, არსებული სკოლების რეაბილიტაციისა და რემონტის პროცესი დელეგირებული იქნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაცვლად, ადგილობრივ თვითმმართველობებზე. მუნიციპალიტეტები თავად შეისწავლიან სკოლების საჭიროებებს, განსაზღვრავენ პრიორიტეტებს და გამოაცხადებენ ტენდერს ახალი პროექტების განხორციელების მიზნით“, აღნიშნულია თერჯოლის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი