ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა უწყებათშორის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
16-03-2018, 10:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში კიბერუსაფრთხოების თემაზე უწყებათშორისი შეხვედრით გაგრძელდა.

 

 

გაფართოებულ შეხვედრაზე ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ედვინას კერზასს, საქართველოში ლიტვის ელჩს გიედრიუს პუოჯუნასსა და ლიტვის თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტაუტას რაკაუსკას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და თავდაცვის უწყების სხვა მაღალჩინოსნებმა უმასპინძლეს.

 

 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაში კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

 

საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ასევე იუსტიციის სამინისტროებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ლიტვურ მხარესთან კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს და უწყებათშორისი, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.

 

 

ქართულმა და ლიტვურმა მხარეებმა კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ პრეზენტაციებიც წარმოადგინეს.

 


ღონისძიებაზე ლიტვის დელეგაციის სხვა წევრები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფისა და აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი