ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რი იონგ ჰო, შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მოსალოდნელი შეხვედრის წინ, შვედეთში ვიზიტად იმყოფება.
როგორც BBC იუწყება, ფხენიანის განცხადებით, რი იონგ ჰოს შვედეთში ჩასვლა „ორმხრივ ურთიერთობებს და საერთო წუხილის შემცველ საკითხებს“ უკავშირდება.
შვედეთს ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის შუამავლობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, რამაც წარმოშვა ვარაუდები იმის შესახებ, რომ უმაღლესი რანგის ჩრდილო კორეელი დიპლომატის შვედეთში ვიზიტი აშშ-ჩრდილო კორეის სამიტის მომზადებას უკავშირდებოდეს.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რი იონგ ჰო შვედეთში ხუთშაბათს გვიან ღამით ჩავიდა. EPA-ს ფოტოზე: მარჯვნივ)
გასულ კვირას დონალდ ტრამპმა მიიღო კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიწვევა მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე, რაც შოკისმომგვრელი ახალი ამბავი გახდა, რადგანაც მანამდე, თვეების განმავლობაში ტრამპსა და კიმს შორის სიძულვილის, შეურაცხყოფების და მუქარების ურთიერთგაცვლას ჰქონდა ადგილი.
მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპს თეთრ სახლში შეხვედრისას კიმ ჩენ ინის წერილი გადასცა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისა და ბირთვული განიარაღების მზადყოფნა ჰქონდა გამოხატული, ფხენიანის მხრიდან ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.
შვედეთის პრემიერ მინისტრმა სტეფან ლოფვენმა მისი ქვეყნის ახალი ამბების სააგენტო „TT“-ს უთხრა, რომ „თუკი მთავარ აქტორებს სურთ, რომ შვედეთმა ითამაშოს თავისი როლი, მაშინ ჩვენ მზად ვართ ამის გასაკეთებლად“.
„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პროცესთან შეიარაღებული ძალების თვალსაზრისით არ არის მიერთებული და რომელსაც ჩრდილოეთ კორეასთან ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს, და ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ არსებობს ჩვენდამი ნდობა და ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია ვითამაშოთ როლი. თუმცა ეს მთავარ აქტორებზეა დამოკიდებული, ვინც წყვეტს თუ რა როლი უნდა ითამაშოს შვედეთმა“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.