„ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია 400 ლარი გახდება, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პენსიონერებთან გამართულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, პენსია გაიზარდა 11-ჯერ - 14 ლარიდან 150 ლარამდე, დღეს კი, „ჩვენთან, ქვეყანაში ყოველი მეორე პენსიონერი წინსწრებით სარგებლობს პენსიით, გამოტანილი აქვს ბანკებიდან რამდენიმე წლის პენსია წინასწარ და ყოველი მეორე პენსიონერი ჩვენ ქვეყანაში ცხოვრობს პენსიით აღებული საბანკო ვალით“.
„და სწორედ ამიტომ, მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით დღეს მე მინდა განვაცხადო, რომ „ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია გახდება 400 ლარი, დიახაც, პირველსავე წელს პენსია გახდება 300 ლარი, შემდეგ გახდება 400 ლარი, ეს შეეხებათ როგორც ასაკის პენსიონერებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს“, განაცხადა ნიკა მელიამ პენსიონერებთან შეხვედრისას და განმარტა, რომ პენსიების მატება შესაძლებელი იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდით, კორუფციის აღმოფხვრით და ბიუროკრატიული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირებით.
„ჩვენ ეს გაგვიკეთებია 11-ჯერ და გავაკეთებთ კიდევ მრავალჯერ. ეს არის რეალისტური გეგმა, რომელიც თვეების განმავლობაში მუშავდებოდა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში“, თქვა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.