გუდაურში მყოფი დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დაშავებულები თბილისში ვერტმფრენით გადმოჰყავთ
16-03-2018, 15:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად დაშავებული ის ადამიანები, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, თბილისში ვერტმფრენით გადმოჰყავთ.

 

 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „რუსთავი 2"-ს განუცხადა, ამ წუთებში დაშავებულების დასახმარებლად მაქსიმალური მობილიზაციაა გამოცხადებული.

 


„ერთი ვერტმფრენი უკვე დაჯდა გუდაურში და მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის. ახლა ველოდებით მეორე ვერტმფრენს.... რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არავის სიცოცხლეს და არავის ჯანმრთელობას აწი უკვე საფრთხე აღარ დაემუქროს. რაც მოხდა, ეს მოხდა უბედურება", განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომლის თქმითაც, საბაგირო გზა გუდაურში შემოწმებული იყო.

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი დაშავებულებს ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი