„ძალიან მოხარული ვარ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ახლა საქართველომ ნამდვილად გადადგა ნაბიჯი სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიისკენ. თქვენ გაქვთ ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება ვენეციის კომისიასთან ძალიან კარგ თანამშრომლობას“, განაცხადა ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა.
„საქართველომ სრულფასოვანი საპარლამენტო სისტემად გარდაქმნა დაასრულა. ეს არის გრძელვადიანი საფუძველი დემოკრატიული განვითარებისთვის. როგორც იცით, ჩვენ ვწუხვართ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ვერ მოხდება 2020 წელს და მოხდება 2024 წელს. ეს იყო დაბრკოლება საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან კონსესუსის მისაღწევად. თუმცა, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ რეფორმის შედეგით“, განაცხადა თომას მარკერტმა, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.