„საკონსტიტუციო რეფორმა არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და გაუმჯობესება“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ასე აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმას ვენეციის კომისიის პრეზიდენტი.
ჯანი ბუკიკიო გაწეული სამუშაოსთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობას უხდის.
„ეს არის გაუმჯობესება. როგორც დისკუსიისას აღვნიშნე, ჩვენ საქართველოსთან 1993 წლიდან ვთანამშრომლობთ. მას შემდეგ საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება შევიდა. აღნიშნული საკონსტიტუციო რეფორმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა.
„მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თავდადება და შრომა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ შედეგის მისაღწევად“, განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.