აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი და გასატარებელი ღონისძიებები განიხილა ხონის მერმა ფერმერებთან შეხვედრისას
16-03-2018, 17:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ფერმერთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა აზიური მავნებელი მწერი ფაროსანა და მის წინააღმდეგ დაგეგმილი და გასატარებელი ღონისძიებები იყო.

 


მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ბადრი ბახტაძემ ფერმერებს პროგრამასა და სტრატეგიაზე ესაუბრა, რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა. ფერმერებმა პროცესთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს და ხაზი გაუსვეს საინფორმაციო კამპანიის ჩატარების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

 


„სახელმწიფო მობილიზებულია და ყველაფერს გააკეთებს, იმისათვის რომ ხელი შევუშალოთ მწერის მავნებლობას, დავიცვათ სავარგულები, ბაღები, ნათესები. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა, შეთანხმებული მოქმედება თითოეული ფერმერისა თუ მოქალაქის აქტიურობა“, განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი