დუშეთის მერიაში ადგილობრივ ფერმერებთან და მეცხოველეობის სფეროში მომუშავე ტექნიკოსებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა
16-03-2018, 17:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივ ფერმერებთან და მეცხოველეობის სფეროში მომუშავე ტექნიკოსებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

 


დუშეთის მერიის ცნობით, შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტებმა ფუტკრისა და თევზის დაავადებებთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები განიხილეს. ლაბორატორიის ვეტერინარმა სპეციალისტმა გაგა ოსიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, სხვადასხვა დაავადებებისა და მათგან გამოწვეული ზარალის პრევენციისათვის.

 


სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ლაბორატორიაში დანერგილი ახალი მეთოდებისა და ტესტირების გაცნობა, ასევე, პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, მცირე მეწარმეებისათვის, ადგილობრივი მიწათმოქმედებისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის.

 


შეხვედრის დასასრულს, ლაბორატორიის ჯგუფმა დამსწრე საზოგადოებას ფუტკრისა და თევზის დაავადებების შესახებ საცნობარო ლიტერატურა გადასცა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი