სააკაშვილი არის წარსული და არ მაქვს სურვილი, ვისაუბრო მის გაუგებარ და სასაცილო განცხადებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილზე სასაუბროდ ვერ გამოიყენებს.
„ძალიან მეცოდება ბატონი სააკაშვილი. სააკაშვილი არის წარსული, დაივიწყეთ, ნუღარ ფიქრობთ და საუბრობთ მასზე. როგორ წარმოგიდგენიათ, მერკელთან, ლატვიის პრეზიდენტთან ან პრემიერთან ვისაუბრო სააკაშვილზე. ვინ არის სააკაშვილი? ის არის წარსული. მით უმეტეს, თუ გადმოცემაზეა საუბარი, ლატვიას არ შევაწუხებ, მაქვს ერთი ადგილი და შემიძლია გავიყოლო. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მსურს, რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთო მის არასერიოზულ განცხადებებზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.