პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, გუდაურში საბაგიროს ავარიულ დაშვებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და მასში კომპანია „დოპელმაიერის“ ექსპერტებიც ჩაერთვებიან, რადგან უკვე მოხდა დაკავშირება კომპანია „დოპელმაიერთან“, რომელიც აღნიშნული საბაგიროს მწარმოებელია.
„ისინი დღეს 5-საათიანი რეისით უკვე მოფრინავენ, ხვალ დილით აქ იქნებიან და ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, შესაბამისად, მათი ექსპერტებიც ჩაერთვებიან ამ ინციდენტის სრულფასოვნად გამოძიებაში“, განაცხადა დიმიტრი ქუმისშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.