სოციალურ საკითხებში ხონის მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭომ მეოცე სამუშაო შეხვედრა გამართა. საბჭოზე განსახილველად შემდეგი საკითხები იყო წარმოდგენილი:
1. PIN-ისა და თვითმმართველობის მიერ მხარდაჭერილი პროექტების წარდგენა სამოქალაქო საბჭოს წევრებისთვის /თეონა ფურცხვანიძე/;
2. ხონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სამოქმედო გეგმის მოკლე მიმოხილვა, სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების გაცნობა; /მრჩეველთა საბჭოს წევრები/;
3. მრჩეველთა საბჭოს სიცოცხლისუნარიანობის საკითხის მიმოხილვა, სამოქალაქო საბჭოს დებულების დოკუმენტის განხილვა /საბჭოს წევრები/.
საბჭოს სხდომას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ამირან კინწურაშვილი და ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ოთარ ჯაფარიძე ესწრებოდნენ.
სხდომა საქველმოქმედო აქციით დასრულდა. საბჭოს ფასილიტატორი ორგანიზაციის „ფონდი სოხუმის" წარმომადგენელთა ინიციატივითა და „საქართველოს კარიტასის" მხარდაჭერით, საბჭოს წევრები სოფელ ხიდზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცს ესტუმრნენ და ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროდუქტები მიუტანეს.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.