ქვემო სვანეთში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლება ფიქრობს, რომ გასათვალისწინებელია „სახელმწიფოს ინტერესები და მოსახლეობის ინტერესებიც”
16-03-2018, 19:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი მუნიციპალიტეტში, მდინარეებზე, ხელედულასა და დევაშზე ჰიდროელექტროსადგურ „ხელედულა 3“-ის დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ სამუშაოები მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც სპეციალისტები ჰესის მშენებლობის მიზანშეწონილობას დაადგენენ.

 

 

GUARDIAN.GE-სთან საუბრისას, ბადრი ლიპარტელიანი ჰესის მშენებლობის გამო ქვემო სვანეთის მოსახლეობის პროტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თურქული კომპანია რომელმაც სამშენებლო სამუშაოები უნდა განახორციელოს, დაარწმუნებს ადგილობრივებს, რომ „ხელედულა 3“-ის მშენებლობა ზიანის მომტანი არ იქნება, მოსახლეობა წინააღმდეგ არ წავა.

 

 

(ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი - GUARDIAN.GE-ს ფოტო)

 

 

მანამდე კი, ვიდრე თურქული კომპანია ამას შეძლებს, ლენტეხის მერის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის შეხვედრა რამდენჯერმე კონსენსუსის მიღწევის გარეშე დასრულდა.

 

 

GUARDIAN.GE-ს შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ კომპანიასა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის ვერ იქნება შეთანხმება მიღეწული და არ მოხდება მოსახლეობის ინტერესების გათვალისიწინება, მას, როგორც ლენეხის მუნიციპალიტეტის მერს, როგორი პოზიცია ექნება, ბადრი ლიპარტელიანი პასუხობს:

 

 

„მოსახლეობას აქვს შეკითხვები, ხომ არ იქნება ეს ზიანის მომტანი მათთვის, რა შედეგი მოჰყვება მშენებლობას ადგილობრივებისთვის. უნდა ჩატარდეს შესაბამისი ექსპერტიზა, უნდა მოხდეს განხილვა, რამდენად ზიანის მომტანი იქნება ან სასიკეთო ჰესის აშენება. მე პირადად საქმის კურსში არ ვარ, არის თურქული კომპანია, რომლის გადასაწყვეტიც არის ეს ყველაფერი. კონკრეტულად ჰესის მშენებლობის დეტალები არ ვიცი. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე ყველაფერი გაჩერებულია.

 


თურქული კომპანიის წარმომადგენლები ჩამოსულები იყვნენ, შემხვდნენ მოსახლეობას ორჯერ, თუმცა, ჯერჯერობით კონსენსუსი მიღწეული არ არის. დამატებითი ძალა უნდა ჩაერთოს ამ საკითხში. თუ თურქული კომპანია დაამტკიცებს, რომ ჰესის მშენებლობა ზიანისმომტანი არ იქნება, მოსახლეობა წინააღმდეგი არ არის.

 


ჩემი აზრი ასეთი არის, რომ უნდა შეისწავლონ ეს საკითხი, ჩართული უნდა იყოს მთავრობა, არასამთავრობო სექტორი, სპეციალისტები და შესწავლის შემდეგ გამოიტანონ დასკვნები“, განუცხადა ბადრი ლიპარტელიანმა GUARDIAN.GE-ს, რომელიც აღნიშნულ საკითხზე ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარესაც ესაუბრა.

 

 

(ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი - GUARDIAN.GE-ს ფოტო)

 

 

გიორგი გაზდელიანი მიიჩნევს, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია „სახელმწიფოს ინტერესები და მოსახლეობის ინტერესებიც”.

 

 

„მოსახლეობის ინტერესია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ფლობდნენ სრულ ინფორმაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ, ჩვენი მხრიდან შევეხმიანეთ კომპანიის წარმომადგენელს, ნოდარ კურტანიძეს. ისინი მზად არიან იმისთვის, რომ ადგილობრივებს ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდონ.... მას შემდეგ, რაც დალაგდება ურთიერთობა მოსახლეობასა და კომპანიას შორის, დაიწყება კონკრეტული სამუშაოები”, აღნიშნა გიორგი გაზდელიანმა GUARDIAN.GE-სთან საუბრისას.

 

კომენტარები: 2
#2  ლევან იოსელიანი
      
არც სვანეთში და არც სხვა მაღალმთიანეთში არ უნდა აშენდეს ჰიდროელექტროსადგურები, რადგან ამით ნადგურდება უნიკალური ბუნება, ზოგან სოფლები და იცვლება კლიმატი, რაც საშინელებას უქადის საქართველოს მთიანეთს. პირიქით, მთავრობამ იქ სხვა პროექტები უნდა განახორციელოს, ხალხზე ორიენტირებული და არა ოლიგარქიაზე.
16 მარტი 2018 12:51
#1   temo sula
      
სკითხის შესწავლის შემდეგ,უნდა ააშენოთ მცირე ჰესი.
არ დააზარალოთ ბუნება,მოსახლეობაცი
16 მარტი 2018 12:32
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი