ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ უწერისა და ნაკიეთის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განვლილი ზამთრის პერიოდი და აღნიშნულ პერიოდში დაგროვებული პრობლემები შეაფასეს, ასევე მათი მოგვარების გზები დასახეს.

„მოსახლეობამ დააყენა სოფლისთვის აქტუალური პრობლემატური საკითები: ეს ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან და ტყეში შესასვლელ გზებს, ასევე სასმელი წყლის პრობლემებს, სოციალურ თემატიკას და სხვა პრიორიტეტულ საკითხებს.
ადგილობრივი მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე საუბარი შეეხო მდინარე რიონზე დაგეგმილ კასკადის მშენებლობას. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების პოზიციით, ნებისმიერი პროექტი, რაც იგეგმება და დაიგეგმება მომავალში, პირველ რიგში მოსახლეობის კეთილდღეობისთვის იქნება, ეს ეხება აღნიშნულ პროექტსაც, რომელთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გაიმართება საჯარო განხილვები პასუხისმგებელი კომპანიის, მოსახლეობისა და კომპეტენტური სპეციალიტების ჩართულობით. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება ამ პროექტის განხორციელება-არგანხორციელების საკითხი.

ონის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, იგი როგორც დღემდე, მომავალშიც მზადაა ყველაფერი გააკეთოს ხალხის ინტერესების დასაცავად, მათი კეთილდღეობის და უკეთესი მომავლის შესაქმნელად", აღნიშნულია ონის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრებს საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე და ადმინისტრაციული ერთეულიდან მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.