დიდი ბრიტანეთის პოლიციამ, მას შემდეგ რაც რუსი ბიზნესმენი ნიკოლაი გლუშკოვი სამხრეთ-დასავლეთ ლონდონში, თავის საცხოვრებელ სახლში 12 მარტს გარდაცვლილი იპოვეს, გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.
როგორც BBC იუწყება, გვამის გაკვეთის შემდეგ ჩატარებულმა ექსპერტიზამ გამოავლინა, რომ გლუშკოვი, რომელიც 68 წლის იყო, „ყელში მოჭერისაგან“ გარდაიცვალა.
პოლიციის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს სამხილი გლუშკოვის მკვლელობასა და სოლსბურიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობასთან.
დეტექტივები მიმართავენ ყველას, ვისაც კი ეს ხელეწიფება, რომ მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება გამოძიებას.
განსაკუთრებით კი, ისინი მოუწოდებენ მათ, რომელთაც შესაძლოა ნახეს ან გაიგეს საეჭვო რამის შესახებ გლუშკოვის სახლთან ან სახლის სიახლოვეს, კლარენსის გამზირზე, ნიუ მალდენში, 11 მარტიდან 12 მარტამდე.
გლუშკოვი რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილი ავიახაზების, „აეროფლოტის“ დირექტორის მოადგილე იყო.
1999 წელს მას ფულის გათეთრების და თაღლითობის ბრალდებით ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2006 წელს თაღლითობისთვის პირობითი სასჯელის მიცემის შემდეგ, იგი დიდ ბრიტანეთში გაიქცა, პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსი გახდა.
გლუშკოვს ახლო მეგობრობა აკავშირებდა მის თანამემამულესთან, ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკისთან, რომელიც დიდ ბრიტანეთში 1999 წელს, პუტინთან ურთიერთობების გაფუჭების შემდეგ ჩავიდა.
ბერეზოვსკი მის ბერკშირის სახლში, 2013 წელს აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ამასობაში კი, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ მან სისხლის სამართლის საქმე აღძრა გლუშკოვის „მკვლელობის“ და იულია სკრიპალის „მკვლელობის მცდელობის“ საქმეზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.