დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩს ლონდონში ხელი არ ჩამოართვა
16-03-2018, 23:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რუსეთის ფედერაციის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ალექსანდრ იაკოვენკომ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ბორის ჯონსონმა მასთან ამასწინანდელ შეხვედრაზე, მას ხელი არ ჩამოართვა „ბრიტანული პროტოკოლის“ შესაბამისად, თუმცა ელჩის თქმით, იგი ამას მშვიდად შეხვდა.

 

 

„არსებობს გარკვეული ბრიტანული პროტოკოლი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში იძახებენ. აშკარაა, რომ მან ყველანაირი მეთოდით მოახდინა თავისი აღშფოთება რუსეთის პოლიტიკის მიმართ. მას ჩემთვის უნდა ეთქვა უსიამოვნო რაღაცები, და ამიტომაც მის წარმოდგენაში ელჩი არ იმსახურებდა ხელის ჩამორთმევას“, უთხრა იაკოვენკომ რუს ჟურნალისტებს. 

 

 

„ჩვენ ყოველივე ამას მშვიდად აღვიქვამთ, ჩემთვის მინისტრთან საუბარი, თუგინდ მათთვის ამგვარი უსიამოვნო ინციდენტის მიუხედავადაც კი - ეს ყოველთვის შესაძლებლობაა ესაუბრო და დაუსვა შეკითხვები, რომელიც მე მინდა რომ დავუსვა“, აღნიშნა ელჩმა. 

 

 


„ჩვენ ყოველივე ამას მშვიდად აღვიქვამთ, ჩემთვის მინისტრთან საუბარი, თუგინდ მათთვის ამგვარი უსიამოვნო ინციდენტის მიუხედავადაც კი - ეს ყოველთვის შესაძლებლობაა ესაუბრო და დაუსვა შეკითხვები, რომელიც მე მინდა რომ დავუსვა“, აღნიშნა ელჩმა.

 


მან დაამატა, რომ მინისტრს ჰკითხა იმის შესახებ, როგორ შეიძლება იქნეს გაგებული პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ კიბერთავდასხმის მიყენების მუქარის თაობაზე გაკეთებული განცხადებები. „მე არაფრი მიპასუხეს. მე მითხრეს: ‘ბატონო ელჩო, თქვენ, როგორც ჩანს, არასწორად გაიგეთ’“, განაცხადა იაკოვენკომ.

 

 

რუსეთის ელჩის მიერ კომენტარების გაკეთებამდე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „ყველაზე მეტად არის შესაძლებელი“, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გაეცა ყოფილ ჯაშუშსა და მის ქალიშვილზე ნერვის აგენტით თავდასხმის ბრძანება. 

 


„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი რომ ეს იყო მისი [პუტინის] გადაწყვეტილება, რომ ნერვის აგენტი დიდი ბრიტანეთის, ევროპის ქუჩებისკენ გადაემისამართებინა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად“, განაცხადა მან დასავლეთ ლონდონში, სამხედრო ბუნკერში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ვიზიტისას.

 


რუსეთი კი უარყოფს ყოფილი რუსი აგენტისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რაიმე სახით ჩართულობას და აცხადებს, რომ პუტინის წინააღმდეგ ბრალდებები „შოკისმომგვრელი და უპატიებელია“.

 

 

ბრიტანული სადაზვერვო სამსახურები დარწმუნებული არიან, რომ ნერვის აგენტი, რომელმაც რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლა, ყოფილი აგენტის ქალიშვილის ჩემოდანში იყო მოთავსებული, სანამ იგი მოსკოვს დატოვებდა.

 


მაღალი რანგის წყაროებმა ბრიტანულ გაზეთ „ტელეგრაფს“ განუცხადეს, რომ ისინი დარწმუნებული არიან, რომ ნერვის აგენტი „ნოვიჩოკი“ იულია სკრიპალის, ორმაგი აგენტის 33 წლის ქალიშვილის ჩემოდანში იყო დამალული.

 

 

 


სადაზვერვო სამსახურები მუშაობენ თეორიაზე, რომ ტოქსინმა გაჟღინთა ჩემოდანში მოთავსებული ტანსაცმელი ან კოსმეტიკური საშუალებები, რომელიც ჩემოდნიდან სოლსბურიში იულია სკრიპალის მამის საცხოვრებელ სახლში ამოალაგეს. მისი ქალიშვილი კი განზრახ გახდა სამიზნე, რადგანაც იგი მოსკოვიდან სწორედ მამამისთან მიემგზავრებოდა.

 


რუსეთში სახელმწიფო ღალატისთვის გასამართლებული სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს ქალაქ სოლსბურიში თავიანთ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ბრიტანეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ისინი მოწამლული არიან ნერვის აგენტით - ქიმიური ნივთიერებით - რომელიც რუსეთში არის წარმოებული. ГРУ-ს ყოფილმა ოფიცერმა ბრიტანეთში ლტოლვილის სტატუსი 2010 წელს მიიღო, როცა რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მზვერავების გაცვლას ჰქონდა ადგილი.

 

 

საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებულმა შტატების და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა ხუთშაბათს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც დიდ ბრიტანეთში რუსეთის ყოფილ საიდუმლო აგენტსა და მის ქალიშვილზე ნერვის აგენტით (ქიმიური ნივთიერება) თავდასხმას ეხება და რომელშიც დაგმობილია „ნერვის აგენტის პირველი თავდასხმითი გამოყენება ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“ და ოთხი მძლავრი დასავლელი მოკავშირე აღნიშნულს დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტზე იერიშს უწოდებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი