დავით სერგეენკოს თქმით, გუდაურში დაშავებული ორსული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
17-03-2018, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი „მედიქლაბ ჯორჯიაში“ იმყოფებოდა, სადაც გუდაურში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული შვედეთის მოქალაქე მოინახულა.

 

 

„ორსული ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც აქ იმყოფება, დამაკმაყოფილებელია. ნაყოფის მხრივ, რაიმე გართულება არ აღინიშნება. მისი ჩივილია წელის ტკივილი, რომელიც სავარაუდოდ, დაჟეჟილობით არის გამოწვეული. დღის განმავლობაში ის დარჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება გაწერა და გამგზავრება“, განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

მისი განცხადებით, პაციენტის რეანომობილით ტრანსპორტირების საჭიროება არ არის და სავარაუდოდ, ჩვეულებრივი ავიარეისით გაემგზავრება. კვლევების შემდეგ გადაწყდება, იქნება თუ არა საჭირო მგზავრობისას ექიმის თანხლება.

 

 

კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიას“ სამედიცინო დირექტორის გიორგი გოცაძის განცხადებით, შვედეთის მოქალაქეს დღეს განმეორებითი კვლევები ჩაუტარდება და ამის შემდეგ გაირკვევა, კონკრეტულად როდის გაწერება კლინიკიდან.

 

 

„გუშინ გუდაურიდან გადმოყვანილი შვედეთის მოქალაქე არის სტაბილურ მდგომარეობაში. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. დღეს ვგეგმავთ განმეორებითი კვლევების ჩატარებას, თუ მისი მდგომარეობა ცვლილების გარეშე იქნა, შესაძლებელი გახდება მისი გაწერა და ტრანსპორტირება თავის ქვეყანაში. დღის მეორე ნახევარში ზუსტად გვეცოდინება“, განაცხადა გიორგი გოცაძემ.

 

 

გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი