ერთი დაზარალებული დღეს დილით ადრე გაეწერა და გვთხოვა, დილიდანვე აგვეყვანა გუდაურში - დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში დაშავებულები მოინახულა
17-03-2018, 13:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ დღეს დაზარალებულებს საქართველოში სტუმრობა შევთავაზეთ და ისინიც დაგვთანხმდნენ, რომ აუცილებლად ესტუმრებიან საქართველოს და რა თქმა უნდა, გაატარებენ კარგ დროს ჩვენ ქვეყანაში როგორც სასრიალოდ, ისე სხვა მიმართულებით, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში დაშავებულების მონახილებისას, რომლებიც მკურნალობას თბილისის ღუდუშაურის კლინიკაში გადიან.

 

 

„ერთი დაზარალებული დღეს დილით ადრე გაეწერა და გვთხოვა, დილიდანვე აგვეყვანა გუდაურში, რათა სასრიალოდ დღე არ დაეკარგა. შესაბამისად, ის უკვე გუდაურშია და სრიალებს", განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

 

მისი ინფორმაციით, მუშაობს მთელი გუდაურის კურორტი, ყველა დანარჩენი საბაგირო.

 


„ადამიანები სრიალებენ და უნდა გააგრძელონ თავიანთი დასვენება“, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 2
#2   lali gioshvili
      
ძალიან ცუდია რაც მოხდა, მაგრამ არავინ ვართ დაზღვეული, კიდევ კარგი ყველაფერი კარგად დამთავრდა, უბრალოდ მართლა ყველაფერი კარგად უნდა შემოწმდეს, სანამ სეზონი გაიხსნება!
17 მარტი 2018 13:54
#1   captaincassiuskolkhaun
      
ელემენტარულია ის, რომ ყველა დაშავებულს, ავარიაში დამნაშავე კერძო მხარემ და სახელმწიფომ ერთობლივად უნდა გადაუხადოს კომპენსაცი, რადგან როგორც საბაგიროს მწარმოებელი, დამმონტაჟებელი და მომსახურე პერსონალი არიას ყველა თავის მიმართულებით დამნაშავე, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რომელიც არ და ვერ უზრუნველყოფს ყველაზე უსაფრთხო ტქნიკის შეძენას და ექსპლუატაციას (და ასევე, ავარიის შემდგომი დახმარების სისტემის გამართულ მუშაობას)
17 მარტი 2018 08:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი