ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე სოფელ ქვედრულისა და სოფელ ირის მოსახლეობას შეხვდნენ.
ონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივებთან შეხვედრაზე განიხილეს გასული ზამთრის პერიოდი და ამ პერიოდში დაგროვებული პრობლემები, ასევე ყველა ის აქტუალური საკითხი, რომელიც გაზაფხულის დადგომასა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაწყებასთნაა დაკავშირებული.
შეხვედრაზე ისაუბრეს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ამ სოფლებში შეიქმნას ყველა ის პირობა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრებას გაუადვილებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.