რაგბიში საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ საფეხბურთო სტადიონზე გამართული მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 10:6 დასრულდა.
ქართველებმა 3-ქულიანი უპირატესობა თამაშის მე-8 წუთზე, სოსო მათიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შედეგად მოიპოვეს, რასაც მალევე, რუმინელების მხრიდან ასევე ჯარიმის ზუსტი შესრულება და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა, თუმცა 22-ე წუთზე ლაშა ლომიძის მიერ დადებული ლელოსა და სოსო მათიაშვილის გარდასახვის ზუსტად შესრულების წყალობით, ანგარიში 10:6 გახდა, მე-40 წუთზე კი რუმინელებმა მორიგი ჯარიმა გაიტანეს და შეხვედრის პირველი ნახევარი, ანგარიშით 10:6 დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.