ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისმა თანაპარტიელმა „რესპუბლიკელებმა“ სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიებაში ჩარევის წინააღმდეგ გააფრთხილეს მას შემდეგ, რაც ტრამპი თავს დაესხა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მიმდინარე მიულერის გამოძიებას.
„თვითერზე“ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაწერა, რომ მის საარჩევნო გუნდსა და რუსეთს შორის „საიდუმლო შეთანხმებას“ ადგილი არ ჰქონია, გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ პროცესში დომინანტი როლი „დემოკრატებს“, „თაღლითი ჰილარი კლინტონის მხარდამჭერებს“ უკავიათ, რადგან ტრამპის თქმით, მიულერის გუნდში 13 „დემოკრატია“ და არც ერთი „რესპუბლიკელი“.
მიულერი, FBI-ის დიდად პატივსაცემი ყოფილი დირექტორი, „რესპუბლიკელია“ და სპეციალური პროკურორის პოსტზე სწორედ მისი მაღალი რეპუტაციის და მიუკერძოებლობის გამო შეირჩა.
გავლენიანმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა „თვითერის“ მეშვეობით განაცხადა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია დასრულდეს დეტალური გამოძიება 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით.
„რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ მიულერს უნდა მიეცეს საშუალება განაგრძოს გამოძიება, ყოველგვარი ჩარევისა და ხელისშეშლის გარეშე და მისი ეს მოსაზრება ბევრმა სხვა „რესპუბლიკელმა“ გაიზიარა.
მან ასევე გააფრთხილა ტრამპი ნებისმიერი იმ მცდელობის წინააღმდეგ, რასაც მიულერის პოსტიდან შესაძლო დათხოვნა შეიძლება მოჰყვეს.
„თუკი ის ამის გაკეთებას შეეცდება, ეს იქნება მისი პრეზიდენტობის დასასრულის დასაწყისი, რადგან ჩვენ კანონის უზენაესობის სახელმწიფო ვართ“, განაცხადა გრემმა.
„რესპუბლიკელი“ სენატორის, ჯეფ ფლეიკის განცხადებით, რომელიც ხშირად აკრიტიკებს ტრამპს, პრეზიდენტის ბოლო კომენტარები ჩანს, რომ იმის მოსამზადებელ საფუძვლებს ქმნის, რომ მიულერი თანამდებობიდან იქნეს გადაყენებული.
„მე არ ვიცი რა განზრახვებია მიულერთან დაკავშირებით, მაგრამ მეჩვენება, რომ ამისკენ მიდის ყველაფერი და იმედს ვიტოვებ ეს არ მოხდება... ჩვენ არ მივიღებთ ამას კონგრესში“, უთხრა მან CNN-ს.
წარმომადგენლობითი პალატის „რესპუბლიკელი“ სპიკერის, პოლ რაიანის წარმომადგენელმა, აშლი სტრონგმა განაცხადა: „როგორც სპიკერს არაერთხელ აქვს ნათქვამი, მიულერს და მის გუნდს თავიანთი სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს“.
სენატის „დემოკრატების“ ლიდერმა ჩარლზ შუმერმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენს რესპუბლიკელ კოლეგებს, განსაკუთრებით კი ხელმძღვანელობას, გააჩნია ვალდებულება ჩვენი ქვეყნის წინაშე დადგნენ ახლა ერთად და მკაფიო გახადონ, რომ მიულერის დათხოვნა არის წითელი ხაზი ჩვენი დემოკრატიისათვის, რომელიც არ შეიძლება რომ გადაკვეთილი იყოს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.