„ჩვენ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, ასევე მრავალეროვნულ წვრთნებს“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინსტრმა ლევან იზორიამ ბათუმში, სადაც ის ამერიკის საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
„დღეს არის ისტორიული დღე ქართული შეიარაღებული ძალების ისტორიაში. პირველად გვესტუმრა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ასეთი მასშტაბის და მრავალფუნქციური სამხედრო ხომალდი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ასევე სადესანტო შესაძლებლობები.
„ჩვენ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, ასევე მრავალეროვნულ წვრთნებს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი იქნება სწორედ საზღვაო კომპონენტი - სადესანტო შესაძლებლობების გამოყენებით. ასე რომ დღევანდელი სამხედრო ხომალდის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორედ ამ წვრთნების წარმატებულად ჩატარების თვალსაზრისით”, განაცხადა ლევან იზორიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.