ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე კიცხის საჯარო სკოლის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
„კიცხის სკოლა წლების განმავლობაში ცოდნის ერთ-ერთი მთავარი კერა იყო ხარაგაულში, ცნობილი და პროფესიონალი პედაგოგებით დაკომპლექტებული.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სკოლის დირექტორები და ღვაწლმოსილი პედაგოგები გაიხსენეს, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სკოლის ისტორია, წარმოადგინეს ფოტომასალა არქივიდან და კმაყოფილება გამოთქვეს, რომ მათი სკოლა კვლავ აგრძელებს იმ ტრადიციებს, რაც მისთვის წლების განმავლობაში იყო დამახასიათებელი. ღონისძიებაზე ქართული ფოლკლორული სიმღერები შეასრულა ანსამბლმა „ოდილამ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა 150 წლის იუბილე მიულოცა მოსწავლეებს, პედაგოგებს, სკოლის ამჟამინდელ დირექტორს, ქალბატონ თამარ წიწილაშვილს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიცხში ახალი სკოლა აშენდება. ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის შესაბამისი სამსახურები განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან უკვე მუშაობენ", აღნიშნულია ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

სკოლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.