საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ბათუმის პორტში ამერიკული ხომალდის USS Oak Hill-ის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველო-აშშ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მან ბათუმის პორტში ამერიკული ხომალდის შემოსვლა სწორედ ამ სტრატეგიული პარტნიორობის მორიგ დასტურად შეაფასა და კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მზადყოფნა მომავალშიც ითანამშრომლოს პარტნიორებთან მათ შორის შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისთვის.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკული ხომალდის შემოსვლა ბათუმის პორტში, ეს საპორტო ვიზიტია, რომელიც რეგულარულად ხორციელდება. პირველ რიგში ეს ხაზს უსვამს ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორობას. აშშ და საქართველო არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხოების კუთხით. შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და საქართველო ამ თანამშრომლობით, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს მის როლს, მის მზაობას შემდგომშიც საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. სწორედ ასეთი ვიზიტებია საერთო მიზნებისა და მისწრაფების გამოხატულება და იგი ასევე მნიშვნელოვანია თავსებადობის ამაღლებისთვის“, განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს გემის კაპიტანმა ფილიპ ნაითმა, საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
საზეიმო მიღებას გემის ეკიპაჟის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ამერიკული სამხედრო ხომალდი USS Oak Hill ბათუმის პორტში 17 მარტს შემოვიდა და ქალაქს 20 მარტს დატოვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.