თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) ორგანიზებითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით, უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებისთვის თავდაცვის დაგეგმვის კურსი იმართება.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ტრეინინგი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, როზარია პულისმა და თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, შალვა ძებისაშვილმა გახსნეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
ხუთი დღის განმავლობაში ამერიკელი პროფესორი, ტომას იანგი მსმენელებს თავდაცვის სფეროში დაგეგმვის პროცესში არსებულ გამოწვევებზე, პრიორიტეტებზე, მოსალოდნელ სირთულეებსა და გასათვალისწინებელ ფაქტორებზე ინფორმაციას მიაწოდებს და გამოცდილებას გაუზიარებს. ტრენინგის ფარგლებში საუბარი შეეხება ოპერატიული და სტრატეგიული დაგეგმვის საჭიროებას, პოლიტიკური და სამხედრო კომპონენტების დაგეგმვის პროცედურებსა და მათ სპეციფიკას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.