ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ თამაშში „რა, სად, როდის?“ რომელიც ცაგერის საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართა 14 გუნდი - სულ 84 მოსწავლე მონაწილეობდა.
მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, პროგრამას უძღვებოდა რესურსცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე, შედეგებს აჯამებდა ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მერის მოადგილე დავით გვიშიანი, საკრებულოს სოციალური კომისიის თავჯდომარე მარიკა კოპალიანი და მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი გოგი კვირიკაშვილი. თითქმის ყველა გუნდმა წარმატებით იასპარეზა, 3 ფინალისტს შორის კი ალპანა, ლაილაში და ბარდნალა მოხვდა.

გამარჯვება და მუნიციპალიტეტის ჯილდო 600 ლარი ბარდნალის საჯარო სკოლის ინტელექტუალებს ერგოთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.