ლევან იზორია აჭარის სამხედრო ქვედანაყოფებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
19-03-2018, 14:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აჭარის რეგიონში არსებულ სამხედრო ნაწილებში იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

 


უწყების პრესსამსახურის ცნობით, ლევან იზორიამ სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები პირადად გააცნო. მინისტრმა რეზერვის სისტემის რეფორმასა და თავდაცვის მზადყოფნის ამაღლების პროგრამის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 


მინისტრის თქმით, სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ახალი რეზერვის სისტემის ამოქმედების პროცესში რეგიონული პრინციპის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია. ლევან იზორიას განცხადებითვე, აჭარის რეგიონში რეზერვისა და სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის ახალი ლოკაციები შეიქმნება.

 

 

 


აჭარის რეგიონში გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ქობულეთში მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის, ადლიაში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონისა და სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზებს ესტუმრა.

 


ლევან იზორია წლის განმავლობაში ყველა სამხედრო დანაყოფს მოინახულებს და ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს განახორციელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი