ნათია მეზვრიშვილი: თუ პირი დავის გადაწყვეტის მიზნით „ქურდული სამყაროს” წევრს ან „კანონიერ ქურდს” მიადგება, სისხლის სამართლის წესით დაისჯება
19-03-2018, 15:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში, ქმედებები, რომლებიც სისხლის სამართლის წესით არ ისჯება, კანონპროექტის მიღების შემდეგ დანაშაულად გამოცხადდება.

 

 

ე.წ ქურდული სამყაროს კანონპროექტი დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

 

 

„ქურდული სამყაროს” წევრის, ან „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვა დღეს დანაშაული არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ კანონს პარლამენტი მიიღებს, თუ პირი დავის გადაწყვეტის მიზნით „ქურდული სამყაროს” წევრს ან „კანონიერ ქურდს” მიადგება, სისხლის სამართლის წესით დაისჯება”, განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

მისი თქმით, კანონპროექტის მთავარი სამიზნეები „ქურდული სამყაროს” წევრები და ე.წ. კანონიერი ქურდები არიან.

 

 

„მნიშვნელოვნად იზრდება არსებული სანქციები. მოქმედი კანონმდებლობით, „ქურდული სამყაროს” წევრისთვის სასჯელი 5-დან 8 წლამდეა. ეს ვადა 7-დან 10 წლამდე გაიზრდება, ხოლო ე.წ. კანონიერი ქურდისთვის- 9-დან 15 წლამდე. დღეს რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, ხვალ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის გახდება”, განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი