ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ სამართალი აღსრულდეს იმ პირთა მიმართ, ვისაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანაშაული აქვთ ჩადენილი
19-03-2018, 16:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ხელისუფლება აქტიურად მუშაობს რომ სამართალი აღსრულდეს იმ პირთა მიმართ, ვისაც ჩადენილი აქვთ დანაშაული, მათ შორის, საუბარია მკვლელობაზე, გატაცებებზე და ა.შ. ამის გამოხატულებაა ის, რომ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ, შესაბამისი სასჯელიც არის შეფარდებული, საერთაშორისო ძებნა არის გამოცხადებული. მუშაობა ამაზე არის დაწყებული და სია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო აქტიურად მივიღოთ პრევენციული ზომები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და მათი უფლებების დასაცავად. მუშაობა დაწყებულია, მუშაობა გაგრძელდება და რეზოლუცია ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს ჩვენი ძალისხმევა ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვისათვის“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმ მიმართულებით, რომ სამართალი ყველა დამნაშავე პირის მიმართ აღსრულდეს და რეზოლუცია ძალიან კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ხელისუფლების ძალისხმევა ამ მიმართულებით კიდევ მეტად გააქტიურდეს.

 

 

მისივე თქმით, რეზოლუციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს სხდომაზე მიიღებს, ნათლად არის დაფიქსირებული ერთიანი პოზიცია იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.

 

 

„ჩვენთვის, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხი ადამიანის უფლებების ძალიან უხეშ დარღვევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეცეს ერთიანად და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ერთიანი ტექსტის შემუშავება, სადაც ძალიან ნათლად არის დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს პლენარულ სხდომაზე ერთხმად დავამტკიცებთ შესაბამის რეზოლუციას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი