ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გუშინ, დაახლოებით, 15:00 საათზე მოხდა.
მამაკაცი თავდაპირველად ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში, მოგვიანებით კი, თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.