ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს, რომელთა მიზანია პარლამენტის მუშაობის გაუმჯობესება
19-03-2018, 17:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ არ გვჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ისეთ ცვლილებებს რომელთა მიზანია პარლამენტის მუშაობის გაუმჯობესება. მე დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ამ პროექტს ექნება ძალიან ფართო მხარდაჭერა საპარლამენტო უმრავლესობაში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც დეპუტატების მიერ პლენარულ და საკომიტეტო სხდომების გაცდენებთან დაკავშირებულ ნორმებს ამკაცრებს.

 

 

„უახლოეს მომავალში განვიხილავთ რეგლამენტში ცვლილებებს, უახლოეს მომავალში დაიწყება განხილვები პლენარულ სხდომებზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი მუშაობდეს შეუფერხებლად და შესაბამისად იქნება მიღებული რეგლამენტში ცვლილებები იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს მდგომარეობა სხდომაზე დასწრების თვალსაზრისით“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი