დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა „დიდწილად“ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან „ორგანიზებულ გასვლას“ განაპირობებს.
როგორც ამ წუთებში BBC იუწყება, „ბრექსიტის“ მომლაპარაკებლებმა მიშელ ბარნიემ და დევიდ დევისმა განაცხადეს, რომ შეთანხმება რასაც დიდი ბრიტანეთი იმპლიმენტაციის პერიოდს უწოდებს, „გადამწყვეტი ნაბიჯი“ იყო. მაგრამ რჩება ზოგიერთი საკითხი, მათ შორის ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ უნდა გადაწყდეს.
გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტიდან 2020 წლის დეკემბრამდე უნდა გაგრძელდეს და ის უნდა გახდეს მომავალი ხავერდოვანი ხანგრძლივი ურთიერთობის საწინდარი.
ბარნიემ განაცხადა, რომ ასევე მიღწეულია შეთანხმება დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 4.5 მილიონი ევროკავშირის მოქალაქის და ევროკავშირში მცხოვრები 1.2 მილიონი დიდი ბრიტანელის უფლებებზე, მას შემდეგ რაც ბრექსიტი ძალაში შევა, და ეს ასევე ითვალისწინებს იმ მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც დიდ ბრიტანეთში გარდამავალ პერიოდში ჩავლენ, იგივე უფლებების მინიჭებას, რაც ბრექსიტამდე ჩასულებს ექნებათ.
დიდ ბრიტანეთს გარადმავალ პერიოდში ასევე მოლაპარაკებების გამართვისა და სავაჭრო შეთანხმებებზე ხელმოწერის შესაძლებლობა ექნება.
დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი იმედოვნებენ, რომ გარდამავალი პერიოდის შეთანხმების პირობებზე ხელმოწერა მიმდინარე კვირას, ევროკავშირის სამიტზე იქნება შესაძლებელი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, შეთანხმებამ აჩვენა, რომ „ორივე მხარის კეთილმოსურნეობამ“ შესაძლებელი გახადა შეთანხმების მიღწევა, რომელიც ყველასათვის მუშაობს.
„ბევრი მძიმე შრომა იქნა გაწეული იმისათვის, რომ ჩამოყალიბებულიყო გრაფიკი და დეტალები იმპლიმენტაციის პერიოდისათვის, როცა ჩვენ ფაქტობრივად დავტოვებთ ევროკავშირს მომავალ მარტს. ასე რომ, ჩვენ შეგვეძლება გადავინაცვლოთ... მძლავრი ეკონომიკური პარტნირობისაკენ, რომელიც ჩვენ მომავალში გვსურს რომ გაგვაჩნდეს ევროკავშირთან“, განაცხადა ტერეზა მეიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.